ახალი ამბებისაზოგადოება

1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო უფრო მეტს მერია დააფინანსებს

10 იანვარი, 2018 • 3721
1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო უფრო მეტს მერია დააფინანსებს

თბილისში 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარზე მეტს თბილისის მერია დააფინანსებს.

საუბარია სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჯანდაცვის იმ საჭიროებების დაფინანსებაზე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს და მოქალაქეებს მუნიციპალიტეტიდან ინდივიდუალური დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს.

თბილისის მერიამ  „გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესი დღეს დაამტკიცა.  

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის თქმით, ბიუჯეტში თანხა არ შეცვლილა, უბრალოდ, დაფინანსების წესი შეიცვალა.

“აქამდე მერიის და გამგეობების ბიუჯეტიდან ხდებოდა ერთი და იგივე პიროვნებების დაფინანსება, რაც უკვე გაიმიჯნა. გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზევით დაფინანსებას  თბილისის მერია უზრუნველყოფს. ბიუჯეტში თანხა არ შეცვლილა, უბრალოდ, დუბლირებული დაფინანსება, რომელიც აქამდე იყო, აღარ იქნება“, – აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დაფინანსების ახალი წესი  “გამორიცხავს კორუფციულ რისკებს და დაფინანსების დუბლირებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი