ახალი ამბები

ვიდეოთამაშს “ცივილიზაცია” თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა

10 იანვარი, 2018 • 3790
ვიდეოთამაშს “ცივილიზაცია” თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა

თამარ მეფე ერთ-ერთი იქნება ცხრა ლიდერს შორის, რომელიც ვიდეოთამაშის  Civilization VI: Rise and Fall (ცივილიზაცია; აღზევება და დაცემა) თამაშისას შეგიძლიათ გახდეთ . თამაში 2018 წლის თებერვალში გამოვა.

თამაშისას გათვალისწინებულია საქართველოს ლანდშაფტი, ისტორია, რელიგია და ის მახასიათებლები, რითაც თამარ მეფე იყო ცნობილი, მაგალითად, ჯარისთვის მოტივაციის ამაღლებისა და რწმენის გაჩენის უნარი. თამაშის ტრეილერში ისმის ქართული მუსიკა და ისიც, რომ თამარ მეფე ქართულად საუბრობს.

თამაშის თანახმად, ქართველი მებრძოლები ხევსურეთიდან თაობების განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციებს. მებრძოლებს აქვთ როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. თამარ მეფეს შეუძლია პროტექტორატის ომის გამოცხადება. ამგვარი ომის გამოცხადებისას მებრძოლები საბრძოლო ბონუსებს იღებენ. ჯარისკაცები ბონუსებს “ღვთის სიტყვის” მიმდევრობის გამოც აგროვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი