ტექნიკური ხარვეზის გამო, მცირე დროით “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა შეწყდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მაუწყებლობა დღეს, 9 იანვარს, საღამოს მცირე ხნით შეწყდა.”რუსთავი 2”-ის  ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მაუწყებლობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყდა.

ტელეკომპანიის მაუწყებლობა უკვე აღდგა. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მუშაობენ შეფერხების მიზეზის დასადგენად:

“არაფერი განსაკუთრებული, ტექნიკურ ცენტრში იყო გადატვირთვა, ჩვეულებრივად არის. ამ ეტაპზე [აღდგა], მაგრამ ვმუშაობთ მიზეზების გასარკვევად, რომ არ განმეორდეს”- განუცხადა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com