ახალი ამბები

‘ვიზეარი’ ქუთაისიდან ვენის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს

9 იანვარი, 2018 • 2522
‘ვიზეარი’ ქუთაისიდან ვენის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს

2018 წლის 15 ნოემბრიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით ფრენებს იწყებს.

იმ შემთხვევაში, თუ ახლა შეიძენთ ქუთაისი-ვენის მიმართულებით ბილეთს, მისი  ფასი 15 ნოემბრის რეისისთვის 138 ლარია, ხოლო 17 ნოემბრის რეისისთვის- 190 ლარი. თანხა წარმოადგენს ერთი გზის ფასს. თუ ავიაკომპანიის ფასდაკლების კლუბის წევრი ხართ, ერთი გზის ბილეთის შეძენას 137 ლარის ნავლად 110 ლარად შეძლებთ. ხოლო 17 ნოემბრის რეისის ბილეთში 190-ის ნაცვლად 163 ლარს გადაიხდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი