ახალი ამბებისამართალი

ტოტალიზატორიდან  165 000 ლარამდე გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2018 • 1838
ტოტალიზატორიდან  165 000 ლარამდე გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ “ევროპაბეთიდან” 165 ათასამდე ლარის გატაცებაში.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 იანვარს თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის – „ევროპაბეთის“ შენობაში შეიჭრნენ, მოლარეს იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – აცხადებს შსს 9 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – ე.წ. „სტარტოვკა“, მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

“ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, რომელიც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს და ნივთები, რომლებიც პირველადი ინფორმაციით, გატაცებული თანხით არის შეძენილი”.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი