ახალი ამბები

ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2018 • 3260
ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ბრალდებულმა დაამზადა 3 300 ერთეულზე მეტი ყალბი 1-ლარიანი მონეტა, რომლებიც თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ დამზადებული და გასაღებული ყალბი 1-ლარიანი მონეტები, ასევე მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი