პრეზიდენტი ქუთაისში ღვინის ფესტივალს დაესწრო[ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 11 აგვისტოს, ქუთაისში, ღვინის ფესტივალს დაესწრო და იმერელი გლეხების მიერ მომზადებული ღვინოც დააგემოვნა. პრეზიდენტმა ქუთაისი უკვე დატოვა.

ღვინის ფესტივალი ქუთაისში “იმერეთის ტრადიციულ მეღვინეთა ასოციაციის” მიერ გაიმართა და  ამ წუთებშიც გრძელდება. როგორც  ასოციაციის თავმჯდომარემ, კოტე რატიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ღვინის ფესტივალში 370 იმერელი მეღვინე მონაწილეობს, რომლებსაც ოჯახში დამზადებული პროდუქცია სადეგუსტაციოდ აქვთ გამოტანილი. კოტე რატიანისვე თქმით, ფესტივალის მიზანი იმერული ყურძნის ჯიშებისა და იმერული ღვინის პოპულარიზაციაა. ფესტივალზე ადგილობრივების გარდა იმყოფებიან სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრები და უცხოელი ტურისტები.

ფესტივალის ორგანიზებაში  “იმერეთის ტრადიციულ მეღვინეთა ასოციაციას” პრეზიდენტის ადმინისტრაცია და იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული დაეხმარნენ.

პრეზიდენტი ქუთაისში ღვინის ფესტივალზე/ფოტო: გივი ავალიანი
პრეზიდენტი ქუთაისში ღვინის ფესტივალზე/ფოტო: გივი ავალიანი

მიხეილ სააკაშვილი იმერეთის ღვინის ფესტივალზე/ფოტო: გივი ავალიანი
მიხეილ სააკაშვილი იმერეთის ღვინის ფესტივალზე/ფოტო: გივი ავალიანი

მიხეილ სააკაშვილი იმერეთის ღვინის ფესტივალზე/ფოტო: გივი ავალიანი
მიხეილ სააკაშვილი იმერეთის ღვინის ფესტივალზე/ფოტო: გივი ავალიანი

იმერეთის ღვინის ფესტივალი/ფოტო: გივი ავალიანი
იმერეთის ღვინის ფესტივალი/ფოტო: გივი ავალიანი

მიხეილ სააკაშვილი იმერეთის ღვინის ფესტივალი/ფოტო: გივი ავალიანი
მიხეილ სააკაშვილი იმერეთის ღვინის ფესტივალი/ფოტო: გივი ავალიანი

იმერეთის ღვინის ფესტივალი/ფოტო: გივი ავალიანი
იმერეთის ღვინის ფესტივალი/ფოტო: გივი ავალიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge