ახალი ამბები

პრეზიდენტი საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილს წარადგენს

9 იანვარი, 2018 • 2786
პრეზიდენტი საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილს წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი  საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილს წარადგენს. განცხადებას გიორგი მარგველაშვილი დღეს, 9 იანვარს, 15:00-ზე, საკუთარ რეზიდენციაში გააკეთებს.

ანა ნაცვლიშვილი 2014 წლიდან  2017 წლის მიწურულამდე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით იურისტია. 2012 წელს ნაცვლიშვილმა დიდ ბრიტანეთში, ენექსის უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში მაგისტრის ხარისხი მიიღო. “საიას” თავმჯდომარეობამდე კი ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის პოსტს იკავებდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ, 8 იანვარს, უკვე ყოფილი მდივანი ანა დოლიძე გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას 2016 წლის ივნისიდან ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი