ახალი ამბები

ავტოავარიისას 9 თვეში 94 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, აქედან 8 ბავშვი

8 იანვარი, 2018 • 3504
ავტოავარიისას 9 თვეში 94 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, აქედან 8 ბავშვი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წელს 9 თვის მანძილზე (იანვარი -სექტემბერი) სულ რეგისტრირებულია 4436 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა – 384, დაშავდა – 6280 ადამიანი.

სტატისტიკური ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა. შსს-ს ცნობით, სიმთვრალით – 117 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა – 9, დაშავდა – 174 ადამიანი.

სიჩქარის გადაჭარბებით – 291 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა – 52, დაშავდა – 460 ადამიანი.

სატრანსპორტო შემთხვევების დროს 16 წლამდე 16 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 722 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 94 ფეხით მოსიარულე, ხოლო დაშავდა 1359 ადამიანი. რაც შეეხება ბავშვებს, ფეხით მოსიარულე ბავშვი დაიღუპა – 8, ხოლო დაშავდა 245.

მასალების გადაბეჭდვის წესი