ოქროს გლობუსის გამარჯვებულები და ჰოლივუდი შავ სამოსში

ლოს ანჯელესში, “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების რიგით 75-ე ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოავლინეს, ჯილდოები ასე გადანაწილდა:

საუკეთესო ფილმი/დრამა –“Three Billboards Outside Ebbing, Missouri” სამი ბილბორდი ებინგის გარეთ, მისური

საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი – “Lady Bird” ჭიამაია

საუკეთესო მსახიობი, კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის (დრამა) – Gary Oldman, “Darkest Hour” გარი ოლდმანი

საუკეთესო მსახიობი, ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის (დრამა) – Frances McDormand, “Three Billboards Outside Ebbing, Missouri” ფრენსის მაკდორმანდი

საუკეთესო მსახიობი, ქალის როლის შესრულებისთვის (მიუზიკლი/კომედია) -Saoirse Ronan, საორიზ რონანი “ჭიამაია”

საუკეთესო მსახიობი, კაცის როლის შესრულებისთვის (მიუზიკლი/კომედია) – James Franco, ჯეიმს ფრანკო, კატასტროფული არტისტი

საუკეთესო მსახიობი, ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის – Allison Janney, ალისონ ჯანი “მე, ტონია”

საუკეთესო მსახიობი, კაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის – Sam Rockwell, სემ როკვილი, “სამი ბილბორდი ებინგის გარეთ, მისური”

საუკეთესო ანიმაცია – “Coco” კოკო

საუკეთესო რეჟისორი – გილერმო დელ ტორო

საუკეთესო სცენარი – Martin McDonagh, “Three Billboards Outside Ebbing, Missouri” მარტინ მაკდონაჰი “სამი ბილბორდი ებინგის გარეთ, მისური’

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – “In the Fade” სიბნელეში

რაც შეეხება ტელევიზიას, აქ ტრიუმფატორი “დიდი პატარა ტყუილები” გახდა. ის საუკეთესო სატელევიზიო სერიალად დასახელდა, ხოლო მსახიობები- ნიკოლ კიდმანი, ალექსანდრ სკასგარდი და ლორა დერნი საუკეთეესო მსახიობებად დასახელდნენ.

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე სტუმრების უმეტესობა შავ სამოსს ატარებდა. ამგვარად მათ სოლიდარობა გამოხატეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც კინობიზნესში სექსუალური შევიწროებისა და გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი გახდა. 2017 წელი ჰოლივუდში “ჰარვი ვაინშტაინის სკანდალით” იყო აღსანიშნავი. მსახიობმა ქალებმა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ამხილეს.

მსახიობი იზაბელ იუპერი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე © EPA/MIKE NELSON

ბროში წარწერით “Time’s Up”, რომელსაც მსახიობი ჰარი ოლდმანი ატარებს. © EPA/MIKE NELSON

მსახიობები ოქტავია სპენსერი და ჯესიკა ჩასტინი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე© EPA/MIKE NELSON

მსახიობი ფრენსის მაკდორმანი ოქროს გლობუსით ხელში © EPA/MIKE NELSON

მსახიობი საორიზ რონანი ჯილდოსთან ერთად © EPA/MIKE NELSON

მსახიობი დაიან კრუგერი და რეჟისორი ფატი აკინი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე © EPA/MIKE NELSON

რეჟისორი გილერმო დელ ტორო ჯილდოსთან ერთად © EPA/MIKE NELSON

მსახიობები ლორა დერნი და ნიკოლ კიდმანი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე © EPA/MIKE NELSON

მსახიობი ნიკოლ კიდმანი მიღებული ოქროს გლობუსით © EPA/MIKE NELSON

“დიდი პატარა ტყუილების” სამსახიობო ანსამბლი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე © EPA/MIKE NELSON

მოდელი ნაომი კემპბელი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე © EPA/MIKE NELSON

მსახიობი სალი ჰოკინსი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე © EPA/MIKE NELSON

მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი შვილთან პაქსთან და მისი ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად © EPA/MIKE NELSON

მერილ სტრიპი და ალი ჯენ პო ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე © EPA/MIKE NELSON

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com