რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში, მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

7 იანვრის ღამეს რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, პოლიციამ მიტოვებული ახალშობილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავები ადგილზე შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.

ახალშობილი კლინიკა “რუსთავის” ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით აწარმოებს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან