ახალი ამბები

ნისლის გამო, თბილისის აეროპორტში რეისები გაუქმდა

7 იანვარი, 2018 • 3563
ნისლის გამო, თბილისის აეროპორტში რეისები გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ნისლის გამო, რეისების ნაწილი გაუქმდა. სულ გაუქმებულია 9 რეისი, რომელიც 8 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

გაუქმებულ რეისებს შორისაა “თურქიშ ეარლაინსის” 3 რეისი და “პეგასუსის”ერთი რეისი სტამბოლის მიმართულებით. რეისები გაუქმდა ალმაატასა და ურუმჩის მიმართულებითაც. ორი რეისი გაუქმდა თეირანის და ერთი დუბაის მიმართულებით. მოგვიანებით გაუქმდა “ლუფთანზას” რეისიც მიუნხენის მიმართულებით.

აეროპორტში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ რეისების გაუქმების გადაწყვტილება თავად ავიაკომპანიებმა მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი