ახალი ამბები

კობახიძე: ეპისტოლეს გზავნილები ნარკოპოლიტიკაზე, ჩვენთვის ყურადსაღები იქნება

7 იანვარი, 2018 • 2342
კობახიძე: ეპისტოლეს გზავნილები ნარკოპოლიტიკაზე, ჩვენთვის ყურადსაღები იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საშობაო ეპისტოლეს გზავნილები, მათ შორის ნარკოპოლიტიკაზე, პარლამენტისთვის საყურადღებო იქნება:

“მნიშვნელოვან საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული პატრიარქის ეპისტოლეში, მათ შორის ისეთ თემებზე, რომლებზეც მუშაობს საქართველოს პარლამენტი, და ეს გზავნილები, რომლებიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში, ჩვენთვის არის საყურადღებო. მათ შორის საუბარი იყო დემოგრაფიის საკითხებზე, ნარკოპოლიტიკაზე. ამ საკითხებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და გზავნილები, რომლებიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის იქნება ყურადსაღები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 2018 წლის საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ილია მეორის განცხადებით, უნდა შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს ნარკოტიკისაგან დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი