პრეზიდენტი: შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა შეწყალების უფლება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის საფუძვლად მისი, როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. სააკაშვილს დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების გამო 3 წლით პატიმრობა მიესაჯა:

“სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია თავიდანვე იწვევდა ქართული საზოგადოების უაღრეს აღშფოთებას. ეს აღშფოთება გაიზიარა სტრასბურგმაც. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები, სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი, დაწინარეუბულ იქნება, რამაც საზოგადოებაში ბუნებრივად კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ. დღე,ს როდესაც ჩვენ ვუყურებთ ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური უფლება. შეწყალების უფლების მუხლის გამოყენების შემდეგ მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, რამაც კიდევ ერთხელ გააღრმავა ეჭვი, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტეპრეტაციისა და,ამ თვალსაზირისით კონსიტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული მუხლით დევნის წამოწყება სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს.

“საერთაშორისო  თვალსაზრისით სწორედ კონსიტიტუციურ მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველსო საგარეო პოლიტიკურ იმიჯს. ჩვენ ყურადღებით დავაკვრიდებით პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება კიდევ ერთხელ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და იმ პრეროგატივებს, რომლებიც გააჩნია ძალთა დაბალანსების თვალსაზირისით პრეზიდენტის ინსტიტუტის, შესუსტებას” – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ძნელად მოსაძიებელია მსოფლიო იურისპუდენციაში შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამო დევნიდნენ, ხოლო ამ მუხლით დევნა სერიოზულ კითხვებს აჩენს ქვეყნის კონსტიტუციური ბალანსის ქმედითუნარიანობის მიმართ.

საერთაშორისო  საკითხთან დაკაშვირებით, მოგახსენებით, რომ  ძნელად თუ შევძლებთ და ჩვენ ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცენდენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე, შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა დევნა. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით არა საქმე, არამედ ამ მუხლზე წარმოებული დევნა დასვამს სერიოზულ კითხვნის ნიშნებს.

მე არ ვაფასებ კონკრეტულად ამ დავებს, მე ვაფასებ იმას, რანაირადც მოხდა ამ საქმის წარმოება. როდესაც აღებულ იქნება კონსტიტუციური მუხლი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და ამ მუხლის საფუძველზე მოხდა დევნა. ეს მუხლი, ვინც იცნობს კონსიტიტუციას, ეს არის პრეზიდენტის აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება იწვევს კითხვის ნიშნებს, ქვეყანაში კონსტიუტციური ბალანსის, ხელისუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 5 იანვარს გამოაცხადა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სააკაშვილს ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა და საბოლოოდ ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან