თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ქ. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 2 აბი ამოიღეს. პოლიციამ ჰ.ქ-ს მიერ გაყიდული ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ნარკოლოგიური შემოწმებისას ბრალდებულს ოპიუმის, მეტადონის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

ეს დანაშაული დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი