ანონსი – 5 იანვარი

წარმოგიდგენთ 5 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

11:00 – პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

11:00 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის 2017 წლის შედეგებს შეაჯამებს.
მისამართი: თბილისი, გორგასლის #9 – სასტუმრო “მერკური”, მეექვსე სართული.

13:00 – თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას კორპუსის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნობიან, რომლის დასრულების შემდეგაც, ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება სრულად მოხდება.
მისამართი: გაბრიელ სალოსის გამზ. მე-6 შესახვევი, კორპუსი N9

13:00 – პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #516

14:00 – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.

14:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცერნის ბირთვული კვლევების ცენტრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდებიან.
კომიტეტის სათათბირო ოთახი #238

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან