ახალი ამბები

“ტრაქტორების საქმეზე” ერთ-ერთი ბრალდებულის თქმით, მასზე ციხეში ზეწოლა ხორციელდებოდა

8 აგვისტო, 2013 • 888
“ტრაქტორების საქმეზე” ერთ-ერთი ბრალდებულის თქმით, მასზე ციხეში ზეწოლა ხორციელდებოდა

“იყო ზეწოლა, ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, მით უმეტეს, უნდა გაიმართლოს სასამართლო პროცესი. ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია,  ადგილი ჰქონდა ფსიქოლიგიურ ზეწოლას,”- განაცხადა ქაიხოსროშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა  პროკურატურის შუამდგომლობა გივი ქაიხოსროშვილის და ვაჟა ნახუცრიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და ორივე პატიმარი 10-10 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას 15- ათასიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

 

“ტრაქტორების საქმეზე” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი