ახალი ამბები

ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს პრეზიდენტმა ბათუმში უმასპინძლა

8 აგვისტო, 2013 • • 968
ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს პრეზიდენტმა ბათუმში უმასპინძლა

“მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად იმგზავრა და თვითმფრინავში პატარებს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. ქვეყნის პირველმა პირმა გიორგი ანწუხელიძის, ზურაბ ტურაშვილისა და უშანგი სოფრომაძის ოჯახის წევრებს განახლებული ქალაქი დაათვალიერებინა, მათთან ერთად პიაცაზეც გაისეირნა და პატარებს ბათუმის „მაკდონალდშიც“ გაუმასპინძლდა. მოგვიანებით, ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში გაემგზავრნენ, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლებენ დასვენებას”, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი