ახალი ამბები

სომხეთის პოლიცია გეი “პროპაგანდის” წინააღმდეგ

8 აგვისტო, 2013 • • 1129
სომხეთის პოლიცია გეი “პროპაგანდის” წინააღმდეგ

კანონპროექტში ჰომოსექსუალური ურთიერთობები “არატრადიციულ ურთიერთობადაა” მოხსენიებული. ცვლილებები უნდა შევიდეს სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. დოკუმენტის თანახმად, მოქალაქეები, იურიდიული პირები და ოფიციალური პირები “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდირების” შემთხვევაში 4000 დოლარამდე თანხით დაჯარიმდებიან.

 

რადიო თავისუფლების პრაღის ბიურო წერს, რომ სომხეთმა, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1990–იანი წლების დასაწყისში მოახდინა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი