ახალი ამბები

ივანიშვილი: უნდა გავუფრთხილდეთ ჯარისკაცებს

8 აგვისტო, 2013 • • 944
ივანიშვილი: უნდა გავუფრთხილდეთ ჯარისკაცებს

 

“შეიარაღებული ძალების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის. ქართულ არმიას არ აკლია ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული. ჩვენმა ხალხმა მას ყველაზე დიდი ნდობა გამოუცხადა. ეს ძალიან დიდი პატივი და ამავე დროს დიდი ტვირთია, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა ღირსეულად უნდა ატაროს. თქვენ უნდა გააგრძელოთ ჩვენი წინაპრების რთული და საამაყო გზა. თითოეულ თქვენგანს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჯარისკაცს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ყოველთვის მზად ხართ თავი გასწიროთ სამშობლოსათვის. არა მარტო აქ, არამედ უცხო მიწაზეც, საქართველოდან შორს ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავენ. ხალხს სწორედ თქვენი გმირობის და თავდადების იმედი აქვს, მაგრმა ჩვენ ყველაზე მეტად თქვენი სიცოცხლე გვჭირდება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯარისკაცებს, სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს კი პატივი მივაგოთ და მათ ოჯახებს ღირსეულად ცხოვრების საშუალება მივცეთ. მართალია, დანაკლისს ვერაფერი აანაზღაურებს, ტკივილს ვერაფერი გაანელებს, მაგრამ სახელმწიფოს ვალია, ზრუნვა და თანადგომა არ მოაკლოს მათ. ჩვენი ინიციატივით დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახები 2014 წლიდან ყოველთვიურად 500–ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო 2015 წლიდან 1000–ლარიან კომპენსაციებს. ამასთანავე, სხვა სოციალური შეღავათებიც დაწესდა და მათ ჯანმრთელობას და სოციალურ მდგომარეობასაც აუცილებლად მივხედავთ”, – მიმართა პრემიერმა სამხედრო მოსამსახურეებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი