ახალი ამბები

თეა წულუკიანმა 10 ათასი ლარი “ოცნებას” შეწირა და არა – “დემოკრატებს”

8 აგვისტო, 2013 • 1096
თეა წულუკიანმა 10 ათასი ლარი “ოცნებას” შეწირა და არა – “დემოკრატებს”

გადარიცხვა პარტიის ანგარიშზე მინისტრმა 26 ივნისს განახორციელა. თეა წულუკიანის, ისე როგორც სხვა მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება (დანარიცხების გარეშე) 6300 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრმა პრემიერის პარტიისთვის დაახლოებით 1.5 თვის ხელფასი გაიღო შემოწირულობის სახით.

 

პარტია “თავისუფალ დემოკრატებს” (პერიოდი – 11.06.2013 – 01.08.2013) ერთადერთი შემწირველი გამოუჩნდა: ფიზიკურმა პირმა ჯაბა ბერიძემ პარტიას 260 ლარი გადაურიცხა.

 

თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი
თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი

თეა წულუკიანი “თავისუფალ დემოკრატებს” 2010 წლის 15 მაისს შეუერთდა, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ის ამავე დროს პარტიის სტრუქტურებში ქალთა უფლებების თემას კურირებდა.


წულუკიანი 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა იუსტიციის მინისტრად. როგორც “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამავე დროიდან წულუკიანმა პარტიაში “თავისუფალი დემოკრატები” წევრობა შეიჩერა, იმ მოტივით, რომ იუსტიციის მინისტრი არ ყოფილიყო არც ერთი პარტიის წევრი. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თეა წულუკიანი უპარტიო მინისტრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი