ახალი ამბები

კორტავას საქმეზე გეგუთის ციხის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს

8 აგვისტო, 2013 • 1303
კორტავას საქმეზე გეგუთის ციხის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ივერი გოგიბერიძემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ბრალდება, დადსტურების შემთხვევაში, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

ლევან კორტავა გეგუთის ციხეში მიღებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად ქუთაისის საავადმყოფოში 23 მაისს გარდაიცვალა. ამ საქმეზე ამ დროისთვის ბრალი წარდგენილი აქვთ, როგორც მსჯავრდებულებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კორტავას ცემაში, ისე ციხის თანამშრომლებს. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები მოითხოვენ გეგუთის ციხის მაშინდელი უფროსის, მალხან სინაურიძის დასჯას, რომელიც თანამდებობიდან აღნიშნული შემთხვევის შემდეგ გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი