ახალი ამბები

საქართველოში საახალწლო პიროტექნიკით 111 ადამიანი დაშავდა

3 იანვარი, 2018 • 3096
საქართველოში საახალწლო პიროტექნიკით 111 ადამიანი დაშავდა

31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოში საახალწლო პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 111 შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მიაწოდა.

ოფიციალური ინფორმაციით,  თბილისში პიროტექნიკით სხეულის დაზიანებების 53 გამოძახება დაფიქსირდა. აქედან 45 შემთხვევაში აუცილებელი გახდა  პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. თბილისის  სხვადასხვა საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტებს შორის  21 ბავშვია.

რაც შეეხება რეგიონებს, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, რეგიონების მასშტაბით პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 58 შემთხვევა დაფიქსირდა. სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე სამედიცინო დახმარება 10 პაციენტს გაუწიეს, 48 დაშავებული კი ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყანეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი