ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე: გარდაცვლილი ჯარისკაცები ზეციური საქართველოდან დაგვყურებენ

8 აგვისტო, 2013 • 1275
გიორგი თარგამაძე: გარდაცვლილი ჯარისკაცები ზეციური საქართველოდან დაგვყურებენ

თარგამაძე თანაპარტიელებთან ერთად მივიდა და განაცხადა:

გიორგი თარგამაძე
გიორგი თარგამაძე

“ყველა ქართველს, ვისაც ქართული გული გვიძგერს და სისხლი გვიდუღს ძარღვებში, ვისაც შერჩენილი გვაქვს ეროვნული ღირსების გრძნობა და რომლებიც აქ მოვდივართ, არა ამ უსულო ქვების, ან მონუმეტების თაყვანისცემისთვის, რომლებსაც გვჯერა, რომ არსებობს საქართველოს მარადიული სული და ეს ბიჭებიც საფლავის ქვებიდან კი არ შემოგვყურებენ, არამედ დაგვყურებენ ზეციური საქართველოდან.”

 

“უნდა გვახსოვდეს, რამდენად ცუდად გამოვიყურებით, როდესაც მთელს ჩვენს ენერგიას, ეროვნულ შემართებას, ვაჟკაცობასა და გაბედულებას ვხარჯავთ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. თუკი ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ, მაშინ შეგვრცხვება ჩვენი თავის, საკუთარი წინაპრების. შეგვრცხვება, მათ შორის, იმ ბიჭების, რომლებმაც თავი დადეს საქართველოს გამთლიანებისთვის და დამპყრობლებისაგან ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის.” 

 

“თუკი ეს სირცხვილი დაგვეუფლება, ეს ნინშავს იმას, რომ ჩვენ ვიფიქრებთ, თუ როგორ ვიპოვოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები. როგორ გავაერთიანოთ ქართველობა და დამერწმუნეთ, ერთიან ქართველობას, ერთიან ეროვნულ ძალისხმევას წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგება და საქართველოც გამთლიანდება,”- განაცხადა თარგამაძემ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი