ახალი ამბები

ავტომობილების ტექდათვალიერებაზე უფასო ცხელი ხაზი ამოქმედდა

3 იანვარი, 2018 • 6418
ავტომობილების ტექდათვალიერებაზე  უფასო ცხელი ხაზი ამოქმედდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებასთან ერთად, დღეიდან დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზი – 14 84 ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ცხელი ხაზი 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა, ხაზზე  დარეკვა შესაძლებელია როგორც საერთო სარგებლობის ფიქსირებული, ისე მობილური ქსელებიდან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა უფასოა.

რაც შეეხება პერიოდული ინსპექტირების დაგეგმვას პროცედურას,  ნებისმიერ მსურველს, ავტოსაშუალების ინსპექტირებისთვის ,რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებ. გვედზე , www.pti.ge , შეეძლება.  იმის შემდეგ, რაც მომხმარებელი ვიზიტს დაგეგმავს, ის მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმატრფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ლინკით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს. ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის მფლობელს ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.

 

2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილების ნაწილი გაივლის, მათ შორის სამგზავრო (8 ადგილს ზემოთ) და სატვრითო (3.5ტ ზემოთ) ავტომობილები. შემდეგი ეტაპზე სავალდებულო დათვარიელებას  სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები გაივლიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ბოლომდე სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი გაივლის.

მოკლედ: 

  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა შემდგომ ეს ჩანაწერი ამოიღეს.
  • კორექტირებული რეგლამენტის მიხედვით, რომელიც მთავრობამ პარლამენტის მიერ უფლემაბოსილების გადაცემის გარეშე მიიღო, 2020 წლის 1 იანვარი განისაზღვრა იმ თარიღად, როდესაც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მცირე გამონაკლისის გარდა) გავლილი უნდა ჰქონდეს ე.წ. ტექდათვალიერება.
  • ტექნიკური ინსპექტირების გადავადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესებს არ შეესაბამება.
  • 2016 წლის ივნისში საქართველოში manifest.ge-ზე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით, სადაც  IEA-ს კვლევის მონაცემები იყო მითითებული.  კვლევის თანახმად , საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. პეტიცია 10 ათასი ხელმოწერით საქართველოს პრემიერ–მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს გაეგზავნა, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომობილების დათვარიელება აუცილებლად უნდა აღდგეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი