ახალი ამბებიეკონომიკა

ბოსტნეულის ფასი 21.3%-ით, სამედიცინო მომსახურება 6,6 %-ით გაიზარდა – ინფლაცია 2017

3 იანვარი, 2018 • 4784
ბოსტნეულის ფასი 21.3%-ით, სამედიცინო მომსახურება 6,6 %-ით გაიზარდა – ინფლაცია  2017

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს წლიური ინფლაციის დონემ 6.7% შეადგინა.

ინფლაციის დონეზე გავლენა იქონია ფასების ცვლამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და ჯანმრთელობის დაცვა.

მონაცემების მიხედვით, რომელიც საქსტატმა 3 იანვარს გამოაქვეყნა, ბოსტნეულის ფასი 2017 წელს 21,3 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვა  8,1 %-ით, ხოლო ტრანსპორტზე ფასები 14.9 %-ით გაიზარდა.

[checklist]

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით, რაც 2,2 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (21,3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6,1 პროცენტი);
  • ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20,8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,5 პროცენტი);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,5 პროცენტით, რაც 1,12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (36,6 პროცენტი);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რაც 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (15,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (6,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,8 პროცენტი).

[/checklist]

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში. წყარო : საქსტატი

 

[yellow_box]ინფლაცია დეკემბერში[/yellow_box]

რაც შეეხება დეკემბერს, 2017 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა. ამ ნიშნულის ფორმირებაზე გავლენა სურსათის, ტრანსპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ იქონია.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5,3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4,2 პროცენტი), თევზეული (1,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1,3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1,0 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,2 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4,6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით, რაც 0,19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (5,0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (1,4 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი