მესტიის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია მესტიის პოლიციის განყოფილების უფროსი ილია გერლიანი, მისი მოადგილე მანუჩარ გირგვლიანი კი ჩამოაქვეითეს.

როგორც შსს–ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, მიზეზი გახდა გენინსპექციის შემოწმების შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები. “ნეტგაზეთი” შეეცადა გარკვევას, თუ რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი, თუმცა, ამ ეტაპზე ამის გარკვევა ვერ მოხერხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge