ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

29 დეკემბერი, 2017 • 2416
შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს, 29 დეკემბერს, 18 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შსს-ში  შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ უცნობია, თუ რა თემების შესახებ იქნება საუბარი.

ნეტგაზეთს უწყებაში ასევე განუცხადეს, რომ ჟურნალისტებისთვის შეხვედრა დახურულია, თუმცა მედიას კომენტარებსი ჩაწერის შესაძლებლობა ექნება.

საიას თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს ასევე ვკითხეთ, თუ რა სკითხებს განიხილავენ დღევანდელ შეხვედრაზე.

“მე რა ინფორმაციაც ვიცი, თავად მინისტრის სურვილი იყო ეს შეხვედრა. სავარაუდოდ, ზოგადად, საუბარი იქნება იმ გეგმებზე, რასაც სამინისტრო აპირებს უახლოეს მომავალში, ასევე, ალბათ, იქნება საუბარი გარკვეილწილად, პრობლემებზე… დეტალურად ინფორმაცია არ მაქვს, შეხვედრის შემდეგ უფრო შემეძლება, რომ ვთქვა,”- განაცხადა სულხან სალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი