მაღლაფერიძე რატიანის ვიდეოზე: შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც ტელევიზია მესვრის

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირქტორი ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის ეთერში ზვიად რატიანის დამონტაჟებული ვიდეოს გადაცემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.

ეს განცხადება მან მაუწყელის ბორდის სხდომის წინ ჟურალისტებთან, გააკეთა.

“რასაკვირველია, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ბორდის გადაწყვეტილება და რასაკვირვლია, სრულად გასათვალისწინებელი. ცხადია, არცერთ ნორმალურ ადამიანს ეს აჟიოტაჟი არ მოეწონება და არ  მოეწონებოდა. და მე ერთი ვიღებ სრულად ამ პასუხისმგებლობას, რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, მე ერთი ვიღებ ამ პასუხისმგებლობას ბორდის წინაშე… მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ სიუჟეტის მიმართ, ეს არ არის დადებითი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია.. პირველი არხი მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც არის დადგენილი, და უნდა გითხრათ, რომ ის, რაზეც არის ამბავი ატეხილი, მე შემიძლია წარმოგიდგინოთ, ეს გაუშვა აბსოლუტურად ყველა არხმა, რომელსაც ახლა ვაძლევ ინტერვიუს… ჩვენ ჯერ დაბალი ყურებადობა გვაქვს, დღეს გადაიფარა და ისე წარმოჩინდა, რომ ეს  პირველმა არხმა გაავრცელა და დაატირაჟირა. ეს არის მისი, როგორც ამას სახავენ, და ეს სიმართლეს არ შეესაბამება,”- განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი