საქსტატი – 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3.7% შეადგინა, ხოლო 2017 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8% შეადგინა.

წყარო: საქსტატი

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ნოემბერში ზრდა იყო შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, ოპერაციები უძრავი ქონებით, ვაჭრობა, ტრანსპორტი. მიმდინარე წლის ნოემბერში კლება დაფიქსირდა მშენებლობაში, საკვები პროდუქტების წარმოებასა და მეტალურგიულ მრეწველობაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.