ახალი ამბები

2017 წელს თბილისის ქუჩებში ნაგვის დაყრისთვის 373 830 ლარის ჯარიმა გამოწერეს

29 დეკემბერი, 2017 • 3323
2017 წელს თბილისის ქუჩებში ნაგვის დაყრისთვის 373 830 ლარის ჯარიმა გამოწერეს

2017 წლის რვა თვის განმავლობაში “თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის 3825 საჯარიმო ოქმი გამოწერეს.

“ნეტგაზეთმა” თბილსერვის ჯგუფიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რვა თვის განმავლობაში 373 830 ლარით დააჯარიმეს მოქალაქეები, აქედან უმრავლესობა, 2 507 დაჯარიმებული, საქართველოს მოქალაქეა.

“თბილსერვისის” ცნობით, 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 3726 ფიზიკური და 99 იურიდიული პირი. “თბილსერვისიდან” განგვიმარტეს, რომ ფიზიკური პირები 2 კილოგრამამდე ნაგვის დაყრისთვის- ძირითადად სიგარეტის ნამწვი, პოლიეთილენის პარკები- დააჯრიმეს, ხოლო ფიზიკური პირები 2 კილოგრამზე მეტი ნაგის დაყრისთვის დაჯარიმეს.

ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები თბილისის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.

[checklist]

  • 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
  • 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
  • ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
  • ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.
  • ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.

[/checklist]

 

ამავე თემაზე:

20 აპრილი – დღეიდან 50-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებით, თუ თბილისის ქუჩებში ნაგავს დაყრით

თბილისში სიგარეტის ნამწვით ქუჩის დანაგვიანებისთვის 20 აპრილს 13 ადამიანი დააჯარიმეს

პირველი მოქალაქე, რომელიც თბილისში ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი