ახალი ამბები

ქეთევან ქარდავა: ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საზმაუს ევროპის ბიურო იხურება

29 დეკემბერი, 2017 • 2890
ქეთევან ქარდავა: ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საზმაუს ევროპის ბიურო იხურება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობამ ბიუროს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტის თქმით, ის მუშაობას 2018 წლის 1 თებერვლიდან შეაჩერებს.

როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ხელმძღვანელობა აღნიშნულს ფინანსური ფაქტორით ხსნის.

“არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა”, – წერს ქარდავა “ფეისბუქზე”.

“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების გასარკვევად ცდილობს როგორც ქარდავასთან, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი