ახალი ამბები

ანონსი – 29 დეკემბერი

28 დეკემბერი, 2017 • 2024
ანონსი – 29 დეკემბერი

გთავაზობთ 29 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

11:00 – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს სსიპ საკანონმდებლო მაცნეს წლიურ ანგარიშს წარადგენს.
მისამართი: პოლიტკოვსკაიას #1 (იუსტიციის სასწავლო ცენტრის შენობა).

11:00 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს. ისაუბრებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და მომავალი წლის გამოწვევებზე.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

 11:00 – „გალტ ენდ თაგარტის“ სათაო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია მისო „კრისტალის“ ობლიგაციების განთავსების შესახებ. პრესკონფერენციას დაესწრებიან „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე და „კრისტალის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე,არჩილ ბაკურაძე.
მისამართი: დ.აღმაშენებლის #79

12:00 – ლ.გრიბოედოვის თეატრში „ახალი საშობაო ზღაპრის“ საქველმოქმედო ჩვენება გაიმართება. სპექტაკლს 500-ზე მეტი ბავშვი დაესწრება სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ბავშთა სახლებიდან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ა.შ. ჩვენებას დაესწრება თბილისის მერი კახა კალაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: ნინო წითლანაძე – 593 75 03 49

12:00 – ბათუმში, ევროპის მოედანზე საბავშვო-გასართობი კონცერტი დაიწყება. 18:00 საათზე წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება ბათუმის ბულვარშიც.

14:00 – სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდება კონფერენცია ბავშვთა ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებისა და უფლებების დაცვის შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ და ევროკავშირი საქართველოსთვის.
მისამართი: თავისუფლების მოედანი #4
საკონტაქტო ინფორმაცია:  ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ –  595 221 999

15:00 – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V კორპუსი)

მასალების გადაბეჭდვის წესი