ახალი ამბები

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

28 დეკემბერი, 2017 • 1412
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნიკაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავეუბლის ადვოკაგმა დაუდასტურა. როგორც ირაკლი ბენია ამბობს, დაცვის მხარე გორნიკაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, გორნიკაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც 5 ადამიანი: ზურაბ გორნიკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. მაჩალიკაშვილი შუბლის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სუს–ის ცნობით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს. სუს–ის ინფორმაციით, დაკავებული პირები გაბრიელ ბერის გამზირზე დაკავებულ პირებს დაეხმარნენ, რომ საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი