ახალი ამბებიეკონომიკა

Bloomberg: ბიძინა ივანიშვილის ქონება 350 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

27 დეკემბერი, 2017 • 4166
Bloomberg: ბიძინა ივანიშვილის ქონება 350 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2017 წელს 350 მლნ აშშ დოლარით გამდიდრდა. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.4%-ით გაიზარდა და 5.80 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 5.80 მილიარდი აშშ დოლარით ყოფილი პრემიერი ბლუმბერგის მილიარდერების სიაში 307-ე ადგილს იკავებს.

Bloomberg წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ქონება რუსეთში  1990-იან წლებში დააგროვა. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საქართველოში საარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, გახდა პრემიერი და ერთი წლის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ბლუმბერგი ყოველდღიურად აახლებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს. Bloomberg-ზე ინფორმაციის განახლება  ბაზრებიდან, ვაჭრობისა და აქციების ფასების ანალიზის მეშვეობით ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი