ახალი ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი სწავლობს დაარღვია თუ არა კანონი შსს-მ

27 დეკემბერი, 2017 • 1930
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი სწავლობს დაარღვია თუ არა კანონი შსს-მ

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი სწავლობს, დაარღვია თუ არა შსს-მ კანონი. საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ეხება სოფელ ქისტაურში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას. საიას შეფასებით, უწყების განცხადებაში მითითებულია დეტალური ინფორმაცია მოქალაქე თ.შ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც არღვევს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინფორმაციის გავრცელების დღესვე  დაიწყო საკითხის შესწავლა. დაგეგმილია ინსპექტირება, რომლის ფარგლებში დეტალურად იქნება გამოკვლეული დიაგნოზის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძვლები, მიზანი, ასევე, კანონით დადგენილი პრინციპების დაცულობა. სამართლებრივ შეფასებას ინსპექტორის აპარატი პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამედიცინო დიაგნოზი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება. კანონი ამ ტიპის ინფორმაციის დაცვისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს და დაუშვებლად მიიჩნევს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროებას პირის თანხმობის გარეშე”, – აცხადებენ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი