ახალი ამბები

თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციისას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

27 დეკემბერი, 2017 • 2232
თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციისას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, ტრაპზონის პროვინციაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. თურქული გამოცემა “მილიეთისცნობით, ცოლ-ქმარი თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მათ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ედებათ ბრალი.

გამოცემის ინფორმაციით, ტრაპზონის თავდაცვის სამსახურის ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა დაკავებულების სახლის ჩხრეკისას მათი ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ამოიღო.

დაკავებულთა საქმიანობასთან დაკავშირებით თურქეთის შესაბამისი სამსახურები გამოძიებას განაგრძობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი