ახალი ამბები

თელასის აბონენტებს დენის ტარიფი გაეზრდებათ

27 დეკემბერი, 2017 • 4116
თელასის აბონენტებს დენის ტარიფი გაეზრდებათ

დღეს, 27 დეკემბერს, სემეკის დადგენილებით, თბილისში თელასის აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი 1.564 თეთრით გაეზარდათ.

თელასის აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათამდე მოიხმარენ თვეში, გადასახადი იქნება 14,5435 თეთრი.

აბონენტებისთვის, ვინც ელექტროენერგიას მოიხმარს 101 კილოვატსაათიდან 301 კილოვატსაათამდე, ტარიფი გაიზრდება 18,5555 თეთრამდე.

ვინც თვეში 301 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, მათთვის ტარიფი გახდება 23,0395 თეთრი.

სემეკის დადგენილებით, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა. აღნიშნული ტარიფი სამი წლის განმავლობაში, 2021 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.

დღეს მოქმედი ტარიფით, 101 კილოვატსაათამდე გამოყენებული ელექტროენერგიის საფასური 12,98 თეთრი იყო.
მათთვის, ვინც ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 101-დან 301 კილოვატსაათამდე მერყეობდა, ტარიფი იყო 17 თეთრი.

მათთვის, ვინც 301 კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარდა ერთი თვის განმავლობაში, 21,47 თეთრი იყო.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ისიც გაიზარდა კიმერციული ობიექტებისთვის. მათთვის, ვინც 110-35 კვ-ს მოიხმარს, ტარიფი 1,329 (დღგ-ს გარეშე) თეთრით გაიზარდა და 13,653 თეთრი შეადგინა. მათთვის, ვინც 10-6-33 კვ-ს მოიხმარს, ტარიფი იქნება 14,307 თეთრი (დღგ-ს გარეშე), ხოლო მათთვის, ვინც 0,4 კვ-ს მოიხმარს, 18.თეთრი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი