ახალი ამბები

დაკავებულია 14 წლის მოზარდი, რომელსაც შსს წარსულში 27-ჯერ ქურდობაში სდებს ბრალს

27 დეკემბერი, 2017 • 2506
დაკავებულია 14 წლის მოზარდი, რომელსაც შსს წარსულში 27-ჯერ ქურდობაში სდებს ბრალს

26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა. პოლიცია ბრალდებულს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზიის გაქურდვას ედავება. სამართალდამცავებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.

უწყების პრესმსასახურის ცნობით, 2003 წელს დაბადებული ბრალდებული წარსულში ქურდობის ფაქტზე 27-ჯერ არის მხილებული, დაკავებამდე კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ამჟამად მას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი