ახალი ამბები

ანონსი, 27 დეკემბერი

26 დეკემბერი, 2017 • 1532
ანონსი, 27 დეკემბერი

გთავაზობთ 27 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


10:00  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7


10:00 გორში დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრას გამართავს. მისამართი: ქ. გორი, მშვიდობის გამზირი N12ა


11:00  სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს


12.00 პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოფელ დუისის კულტურის სახლთან უხუცესთა საბჭოს შეკრება გაიმართება.


12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ზაზა ხატიაშვილი თავმჯდომარის უფლებამოსილებას  დავით ასათიანს ოფიციალურად გადაცემს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. მისამართი: ზუბალაშვილების 36. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია


12.00 პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221


12.30 შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) პირების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. პარლამენტი, თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული); თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)


14.00 პარლამენტის ბიუროს სხდომა, თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი


14:00 ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა პარლამენტის (თბილისი) შენობის წინ მართავს ბრიფინგს და გააკეთებს განცხადებას  ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვების დაწყების თაობაზე.


15.00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი