ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის მთავარი ნაძვისხე დამწვარი შენობის წინ [ფოტო]

26 დეკემბერი, 2017 • 5608
სოხუმის მთავარი ნაძვისხე დამწვარი შენობის წინ [ფოტო]

სოხუმში მთავარი ნაძვისხე გაანათეს. უკვე მესამე წელია მთავარ ნაძვისხეს აფხაზეთში ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობის წინ დგამენ, რითაც სოხუმის ყველა მცხოვრები არ არის კმაყოფილი – მათი აზრით, დამწვარი შენობა [შენობა აფხაზეთის ომის დროს დაიწვა] არ შეესაბამება სადღესასწაულო განწყობას. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ნაძვისხე სწორედ ამ ადგილზე უნდა იდგეს.

“როდესაც ქალაქის ადმინისტრაციასთან პარკში საახალწლოდ გამოვიდა ხალხი, ყველა გაზონი გადათელეს. ბევრი მცენარე განადგურდა”, – ამბობს პაველი, სოხუმის მკვიდრი.

ამ წელს ამ მოედანზე პირველად გაჩნდა საშობაო ბაზრობაც. მართალია, ხის სახლი, სადაც სუვენირების ყიდვა, ან ყავისა და გლინტვეინის დალევა შეიძლება, მხოლოდ ერთია.

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ყველა მსურველს შესთავაზა, ისარგებლონ უფასო ადგილითა და კარვით, თუმცა მსურველები არ გამოჩენილან.

საშობაო დეკორაციებით სოხუმის მორთვა ჯერ არ დასრულებულა.

სოხუმის მთავარი ნაძვის ხე

საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა სოხუმში

საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა სოხუმში

სოხუმის ცენტრალური ქუჩა

საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა სოხუმში

სოხუმის მთავარ ნაძვის-ხესთან

სოხუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა

მასალების გადაბეჭდვის წესი