ახალი ამბებიეკონომიკა

რა ტიპის საახალწლო ფასდაკლების აქციებს გთავაზობენ ტექნიკის მაღაზიები

27 დეკემბერი, 2017 • 5561
რა ტიპის საახალწლო ფასდაკლების აქციებს გთავაზობენ ტექნიკის მაღაზიები

ტექნიკის მაღაზიები ახალი წლისთვის მოსახლეობას ფასდაკლებებს და სპეციალური საახალწლო საჩუქრებს სთავაზობენ. “ნეტგაზეთი” შეეცადა, გაერკვია, სად და რა სახის ფასდაკლების მიღება შეუძლია მომხმარებელს 2017 წლის ბოლოს.

იმისათვის, რომ შეადაროთ სხვადასხვა მაღაზიის შეთავაზებები, ჩვენ სამი ერთნაირი პროდუქტი შევარჩიეთ და ვნახეთ, თუ რა ფასად ყიდიან მათ მაღაზიები, ესენია: სმარტფონი Samsung S8,  ლეპტოპი LENOVO V110 და ტელევიზორი SAMSUNG UE40K5100.

ტექნიკის მაღაზია “ელიტ ელექტრონიქსში”  Samsung S8 (Black)-ის ყიდვა 2099.99 ლარად არის შესაძლებელი. მაღაზია “ალტაოქეიში” იგივე მოდელი 2199.99 ლარი ღირს.  Zoomer-ში Samsung S8-ს შეძენა 1799 ლარად არის შესაძლებელი. ტექნიკის მაღაზია PCshop.ge-ში Samsung-ის ეს მოდელი 2199 ლარი ღირს.  Smiley-ში ამ მოდელის ტელეფონის ყიდვა 2,199 ლარად არის შესაძლებელი. “მეტრომარტში” Samsung S8-ის ფასი  2 199,99 ლარია. 

SAMSUNG UE40K5100-ის ტელევიზორი “ელიტ ელექტრონიქსში” 999.99 ლარი ღირს. Smiley-ში 1,099 ლარი ღირს. “ალტაოქეიში” Samsung-ის ამ მოდელის ტელევიზორის ფასი 939.99 ლარია. PCshop.ge-ში ფასი 1,079 ლარია.

რაც შეეხება LENOVO V110-ს, “ელიტ ელექტრონიქსში”  მისი ფასი 819.99  ლარია.  LENOVO V110-ის შეძენა PCshop.ge-ში 799 ლარად არის შესაძლებელი. “ალტაოქეიში” LENOVO V110 849.99 ლარი ღირს. მაღაზია Zoomer-ში LENOVO V110 არ აქვთ, თუმცა Lenovo ფირმის ლეპტოპების ფასი 700 ლარიდან იწყება.

აქვე გთავაზობთ ტექნიკის მაღაზიების საახალწლო შეთავაზებებს სხვა პროდუქციებზე:

საახალწლოდ “ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს 60%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ფასდაკლება ყველა სახის პროდუქციაზე ვრცელდბა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე ფასდაკლება 40%-ს აღწევს. მაგალითად, Bosch-ის SMS67MI10Q ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენა 4949 ლარის ნაცვლად 2049 ლარად არის შესაძლებელი. ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე ფასდაკლებების შესახებ სრულ ინფორმაციას კომპანიის ვებ-გვერდიდან შეიტყობთ.

სარეცხი მანქანის შეძენის შემთხვევაში, “ელიტ ელექტრონიქსი” Frosch-ის სარეცხ საშუალებებს ჩუქნის მომხმარებლებს. ფასდაკლება ყველა ფირმის სარეცხ მანქანეზე არ ვრცელდება. მაგალითად, SAMSUNG-ის ფირმის ზოგიერთი მანქანა ფასდაკლებით არ იყიდება. სარეცხი მანქანების ფასებსა და ფასდაკლებაზე სრულად ინფორმაციის მიღება კომპანიის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

“ელიტ ელექტრონიქსში” ფასდაკლებაა მობილურ ტელეფონებზეც. Samsung Note 8-ში 2779 ლარის ნაცვლად საახალწლოდ 2599 ლარის გადახდა მოუწევს მომხმარებელს.

წინასაახალწლოდ მოსახლეობას ფასდაკლებას ტექნიკის მაღაზია ”ალტა ოქეიც” სთავაზობს. მომხმარებელი მე-2 შენაძენზე 30%-ით ნაკლებს, მე-3 შენაძენზე კი 50%-ით ნაკლებს გადაიხდის. ტექნიკის მაღაზიას ასევე აქვს ფასდაკლება Lenovo-ს ნოუთბუქებზე. Lenovo IdeaPad 320-ის შეძენა 779 ლარად არის შესაძლებელი. 

ნოუთბუქებზე ფასდაკლებები ვრცლად იხილეთ აქ:

ფასდაკლებაა ტექნიკის მაღაზია “მეტრომარტშიც”. კომპანიის ინფორმაციით, მე-2 შენაძენზე ფასდაკლება 30%-ია, მესამე შენაძენზე ფასდაკლების რაოდენობა 60%-ს აღწევს. ფასდაკლების გარდა, “მეტრომარტში” THOMAS-ის ბრენდის ნებისმიერი მოდელის მტვერსასრუტის ყიდვის შემთხვევაში საჩუქრად ხორცსაკეპ მანქანას მიიღებთ. მტვერსასრუტის ფასი მაღაზიაში 599 ლარიდან იწყება.


საახალწლოდ მომხმარებელს საჩუქრებს სთავაზობს ტექნიკის მაღაზია pcshop.ge-ც.  LG 65” 65UJ7700 4K ტელევიზორის შეძენის შემთხვევაში, რომლის ფასიც 5,999 ლარია, საჩუქრად Xbox One S Minecraft მიიღებთ. საჩუქრების აქცია ლეპტოპის შეძენის შემთხვევაშიც გრძელდება. ლეპტოპის ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი კომანიისგან 50-დან 200 ლარამდე სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებს. მეხსიერების ბარათი მოჰყვება ფოტოაპარატს pcshop.ge-ში. ფოტოაპარატების სრული ჩამონთვალის ნახვა საიტზეა შესაძლებელიტექნიკის მაღაზიაში ფასდაკლებაა ლეპტოპებზეც. DELL Inspiron 3552 Notebook Black ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი 799 ლარის ნაცვლად 749 ლარს გადაიხდის. სხვადასხვა ფირმის და მოდელის ლეპტოპებზე მოქმედი ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

საახალწლო ფასდაკლებაა ტექნიკის მაღაზია Zoomer-ში. აქ Samsung Galaxy S8-ის შეძენა 1799 ლარად არის შესაძლებელი. სმარტფონის ძველი ფასი 1899 ლარი იყო. Samsung S8+ 2099 ლარის ნაცვლად 1999 ლარი ღირს. ფასდაკლებაა Samsung Note 8-ზეც. ფასდაკლებით ტელეფონის შეძენა 2229 ლარად არის შესაძლებელი. Huawei Mate 10 lite შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი Zoomer-გან 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

ტექნიკის მაღაზია Smiley-ში 819 ლარად ღირებული Indesit-ის ფირმის მაცივრის ყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელი მეორე ნივთის ყიდვას 1 ლარად შეძლებს. კომპანიის ინფორმაციით, მეორე შენაძენის გაკეთება მომხმარებელს წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან მოუწევს.


“ნეტგაზეთს” კომპანიის წარმომადგენელმა ქეთი კოზმანაშვილმა განუცხადა, რომ მაღაზიაში ტექნიკაზე ფასდაკლება 30%-დან 60%-მდე მერყეობს. მაღაზიაში არსებულ ტექნიკასა და ფასებზე ინფორმაციის მიღება Smiley-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი