ახალი ამბები

დავითაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლას გეგმავს

2 აგვისტო, 2013 • • 822
დავითაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლას გეგმავს

“მე გულწრფელად გეტყვით, კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ “ხალხის პარტია”, რომლის თავმჯდომარეც მე

კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

გახლავართ, არც მატერიალური რესურსებით, არც ადამიანური რესურსებით არ არის გაძლიერებული იმ დონეზე, რომ მე იმედი მქონდეს, აი, ამ რესურსებით მივაღწიოთ რაიმე შედეგს. მე იმედი მაქვს იმისა, რომ “ქართული ოცნება” და ის ხელისუფლება, რომლის ნაწილს დღემდე წარმოვადგენდი მე,  არ იკადრებს და არ გააყალბებს არჩევნებს. ჩვენ ძალიან შევეცდებით და ალაბთ, ყველა საარჩევნო უბანზე წარმომადგენელი ვერ გვეყოლება  და ამის რესურსები არ გვექნება. ამის მიუხედავად, მე მჯერა, რომ შედეგების დათვლა იქნება პატიოსანი და თუ კობა დავითაშვილი მიიღებს საზოგადოების გარკვეულ მხარდაჭერას, ეს დაფიქსირდება”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე მას შედმეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის ტოვებს საპარლალმენტო უმრავლესობას და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

კობა დავითაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებისა და ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი გახდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ხელისუფლების დამოკიდებულება შრომის კოდექსთან, სადაზღვევო სექტორთან და კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით.

 

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ქვეყანას მემარჯვენე იდეებით მართავს, ის კი აპირებს, რომ პარლამენტში გახდეს მემარცხენე იდეების გამტარებელი და შექმნას მემარცხენე ძალა პარლამენტში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი