გიორგი გახარია ილჰამ ალიევს შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ოფიციალური ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში აზერბაიჯანულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, მათ შორის, სამართალდამცველ ორგანოებთან დაკავშირებით.

“საუბარის დროს აღინიშნა ერთობლივი გლობალური ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობა, მათ შორის, რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი. ასევე, საუბარი შეეხო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის საკითხში აზერბაიჯანისა და საქართველოს სამართალდამცავ სფეროებში ერთობლივ საქმიანობას”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი