ახალი ამბები

ილია მეორე: ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს

26 დეკემბერი, 2017 • 4043
ილია მეორე: ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს

“ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს: მთავრობის დადგენილება, განჩინება”, – ეს განცხადება საქართველოს მართლადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა გააკეთა რესტორან ფუნიკულიორზე გამართულ საზეიმო მიღებაზე, რომელსაც პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.

“ოპოზიცია უნდა დაეხმაროს… ხელისუფლებას, რაც გამორჩა ქვეყნისათვის, იმის შესხენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს მთავრობის პატივისცემა და მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპოზიციის პატივისცემა. მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი,  ყველამ სასარგებლო ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისათვის, ეკლესიისათვის. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება, პარლამენტი და ოპოზიცია. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო”, – თქვა ილია მეორემ.

გუშინ ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა. საზეიმო მიღება სწორედ ამ მოვლენას ეძღვნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი