საქართველოს ელჩი ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი  ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2013 წლის ივნისიდან იკავებდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 1994 წლის დეკემბრიდან 1995 დეკემბრამდე იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 1995 წლიდან 1998 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ასევე იყო ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2000-2005 წლებში იკავებდა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას. 2005 წლის  ოქტომბრიდან 2013 წლის მაისამდე იყო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.