ახალი ამბები

საახალწლოდ აღმაშენებლის გამზირზე ხეები ილუმინაციებით მორთეს

25 დეკემბერი, 2017 • 1942
საახალწლოდ აღმაშენებლის გამზირზე ხეები ილუმინაციებით მორთეს

აღმაშენებლის გამზირზე  საახალწლოდ ხეები ილუმინაციებით მორთეს. მანამდე ეს ქუჩა საახალწლოდ მორთული არ ყოფილა. თბილისის მერიის პრესსამსახურმა ტურისტებით დატვირთული ერთ-ერთი ქუჩის საახალწლო განათებების გარეშე დატოვება მერიის მწირი ფინანსებით ახსნა.

“სამწუხაროდ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ ეყო ყველა ქუჩის განათებას, მაგრამ მომავალ წელს არის დაპირება, რომ აუცილებლად მოხდება აღმაშენებლის გამზირის მორთვაც,”- განუცხადეს “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში. კითხვაზე, რა შეიცვალა მას შემდეგ და რატომ მიიღო თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის განათების გადაწყვეტილება, მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერიას არ აქვს საკმარისი ფინანსები ზემოთ დასაკიდი ილუმინაციების შესაძენად. ხეებზე ილუმინაციების დამაგრებას დედაქალაქის მერია გეგმავდა და ეს გეგმის მიხედვით განხორციელდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018 წლის დასახვედრად ქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც არა მხოლოდ დეკორაციებში, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებში (მაგალითად, საახალწლო ბაზრობები) დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი