ახალი ამბები

ანონსი – 26 დეკემბერი

25 დეკემბერი, 2017 • 1756
ანონსი – 26 დეკემბერი

10:00 თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: შარტავას N7, თბილისის მერია (მე-20 სართული)

11:30 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, (ენერგოომბუდსმენი) წარმოგიდგენთ 2017 წლის საქმიანობის მოკლე ანალიზს. პრეზენტაცია გაიმართება სემეკში. მის: მიცკევიჩის ქ. 19, 0194

11:15 პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან. მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

12:00 უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე გამართავს ბრიფინგს, სადაც გააკეთებს განცხადებას დავების საბჭოს წევრობიდან გადადგომის შესახებ და გაასაჯაროვებს რამდენიმე სკანდალურ ინფორმაციას და დოკუმენტს. მის: „უფლებადამცველთა სახლი“, ფურცელაძის #14.

13:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის და წევრების შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან, თანამშრომლობისა და კომიტეტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მის: თბილისი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

17:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა. მის: თბილისი, დავით აღმაშენებლისსახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

მასალების გადაბეჭდვის წესი