ახალი ამბები

პროექტი “პანდა” დასრულდა

25 დეკემბერი, 2017 • 3693
პროექტი “პანდა” დასრულდა

პროექტი “პანდა”, რომელმაც სახელი ვიდეორგოლით “ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა” გაითქვა, დასრულდა.

ამის შესახებ “პანდამ” დღეს, 25 დეკემბერს, გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც იმის შესახებ საუბრობენ, რომ პროექტი დასრულდა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა “ნეტგაზეთთან” არ ისურვა ამ საკითხზე დამატებითი განმარტების გაკეთება.

“პანდას” მისია – ინტერვიუ პროექტის ავტორებთან

“პანდა” 2016 წლის მაისიში სამმა მეგობარმა შექმნა. ჯგუფი იმისთვის შეიქმნა, რათა იმ პრობლემებზე ყოფილიყო საუბარი, რომლებიც მათ აწუხებდათ და ამგვარად მიეპყროთ მსმენელის ყურადღება. ვიდეოებში ის ფრაზებია გაერთიანებული, რაც ხშირად ისმის საზოგადეობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი