ახალი ამბები

მოსკოვში ავტობუსი მეტროსადგურის შესასვლელში შევარდა – არის მსხვერპლი

25 დეკემბერი, 2017 • 2183
მოსკოვში ავტობუსი მეტროსადგურის შესასვლელში შევარდა – არის მსხვერპლი

მოსკოვში, “სლავიანსკი ბულვარის” მეტროსადგურთან, ავტობუსი მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდა. როგორც BBC-ის რუსული ბიურო იუწყება, შემთხვევისას 5 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავტობუსი, რომელიც გაჩერებიდან დაიძრა, გადმოვიდა ტრასიდან, შევარდა მიწისქვეშა გადასასვლელში და გაიჭედა, რის დროსაც რამდენიმე ადამიანი გაიტანა. ამჟამად პოლიცია ადასტურებს 5 ადამიანის სივკდილს.

Ria Novosti-ის ინფორმაციით, შემთხვევსის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, 4 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტობუსის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ტერაქტის ვერსია არ განიხილება. როგორც Ria Novosti წყაროზე დაყრდნობით წერს, ამჟამად მოვლენების განვითარების ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავენ. ერთი ვერსიით ავტობუსს მეორე მანქანა შეეჯახა, ხოლო მეორე ვერსიით, თვითონ ავტობუსი გაუმართავი იყო.

ინსტაგრამზე , თვითმხილველის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დაიძრა ავტობუსი გაჩერებიდან და შევარდა მეტროსადგურის შესასვლელში.

https://www.instagram.com/p/BdIGiWNnFhL/?tagged=%D1%81%D0%BB%D0%B0%D0%B2%D1%8F%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9%D0%B1%D1%83%D0%BB%D1%8C%D0%B2%D0%B0%D1%80

მასალების გადაბეჭდვის წესი